ხურთისის პეტრე-პავლეს ძველი ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხურთისის პეტრე-პავლეს ძველი ხატი — საკულტო ძეგლი, დგას სოფელ ხურთისიდან დასავლეთით. სალოცავი გეგმით ოთხკუთხა, სვეტის მსგავსი ნაგებობაა, მასიური. ნაშენია დიდი გათლილი ქვით. მთავარი ფასადი დასვლეთითაა. ამ მხარეს მოწყობილია ღრმა ოთხკუთხა თახჩა. თახჩა და აღმოსავლეთ კედელი შეთეთრებულია. ხატის თავზე, ქვის ოთხკუთხა ბაზისზე, ერთიმეორეზე დევს ორი ქვა, ამათგან ერთ-ერთზე ჯვარია გამოსახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]