ხელოვნური სისხლის მიმოქცევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1958 წლის ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატი

ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატი ან აპარატი „ხელოვნური გული — ფილტვები“ — სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობაა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სასიციცხლო ფუნქციებს გულისა და/ან ფილტვების ფუნქციების შესრულების ნაწილობრივი ან სრული უუნარობის შემთხვევაში.

კონსტრუქციულად აპარატი წარმოადგენს სისტემას, რომელიც შედგება კონსოლისგან ტუმბოებით და მართვის ბლოკისაგან აუცილებელი კომპლექტით სენსორებისა და დამხმარე აღჭურვილობით (საინფუზიო სადგომები, უჟანგავი ფოლადის თაროები, ვენური მომჭერი). მოძრავ კონსოლზე დამონტაჟებულია გორგოლაჭებიანი ტუმბოები. გორგოლაჭების ბრუნვის სიჩქარეა 250 ბრუნამდე / წთ, რაც საშუალებას იძლევა, მივიღოთ სისხლის ნაკადები 0-დან 11.2 ლიტრამდე წუთში ½ მილებზე. ერთ-ერთი ტუმბო — არტერიული — ახორციელებს გულის ფუნქციას, სისხლის ვენური სისტემიდან არტერიულში გადატუმბვით. მეორე ტუმბო გამოიყენება გულის მარცხენა პარკუჭის, დრენირებისთვის და მესამე სისხლის ამოსაქაჩად ჭრილობიდან და მის დასაბრუნებლად ექსტრაკორპორალურ კონტურში, მეოთხე და მეხუთე ტუმბო გამოიყენება კარდიოპლეგიის სხვადასხვა რეჟიმებისთვის. აპარატის ზომის შესამცირებლად ერთეული და სისხლის კარდიოპლეგიის ჰარმონიზებული რეჟიმის უზრუნველსაყოფად, ტუმბოები შეიძლება კომბინირებული იყოს ერთ ტუმბოს მოდულად 2 დამოუკიდებელი მოტორით, მაგრამ ერთიან კორპუსში და საერთო საკონტროლო ელექტრონული მოდულით. გარდა ტუმბოებისა, აპარატი უზრუნველყოფილია წნევის კონტროლის ბლოკით, ელექტრო თერმომეტრით, გაზის მიქსერით, დონისა და ბუშტების დეტექტორებით, გაერთიანებულით მართვის ბლოკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]