ხატისსოფლის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხატისსოფლის ნაეკლესიარიარქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისსოფელში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზული ნაგებობა ყოფილა, შვერილი ნახევარწრიული აფსიდით. ნაშენია ნატეხი ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან ქონდა. ნაშალში ნათალი კონსტრუქციული დეტალები განირჩევა. ეკლესია ამჟამად 50-60 სმ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი და გასაწმენდია როგორც მცენარეული საფარისგან, ისე ნაშალი მასალისგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39291