ხარდისარის ნაეკლესიარი (კაუთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხარდისარის ნაეკლესიარი (კაუთა) — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარდისარში, ადგილი კაუთა. აგებულია შუა საუკუნეებში.

საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია ნაგები ყოფილა დიდი ზომის ფლეთილი ქვით. ნაგებობა მთლიანად დანგრეულია და დაფარულია მცენარეებით. ტერიტორიის გაწმენდის გარეშე გეგმის გამოვლენა შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004