ხადილაანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხადილაანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში, უბანი „ხადილაანი“. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია უაბსიდოა, რომლის არქიტრავული შესასვლელი დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილშია დატანებული. კამარა ცილინდრულია. ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის უხეშად თლილი ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 48-49