ხადია დავლეთშინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხადია დავლეთშინა
ბაშკ. Дәүләтшина Һәҙиә Лотфулла ҡыҙы
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1905(1905-03-05)
დაბადების ადგილი სამარის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 5 დეკემბერი, 1954(1954-12-05) (49 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბირსკი
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა ბაშკირული
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ხადია დავლეთშინა (ბაშკ. Дәүләтшина Һәҙиә Лотфулла ҡыҙы; დ. 5 მარტი 1905 — გ. 5 დეკემბერი 1954) — ბაშკირი მწერალი ქალი. ბაშკირეთის ასსრ მწერალთა კავშირის წევრი (1935). პირველი ბაშკირი მწერალი ქალი.

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. 1920 წლიდან სოფელ დენგიზბაევოში მუშაობდა მასწავლებლად და სწავლობდფა თათრეთ-ბაშკირეთის ტექნიკუმში ქალაქ სამარაში. 1932 წელს ჩააბარა მოსკოვის ინსტიტუტში. 1935-1937 წლებში სწავლობდა ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოთხრობაში „აიბიკე“ (1930, რუსული თარგმანი 1936) ნაჩვენებია ყოფილი მოჯამაგირის გადაქცევა საკოლმეურნეო მოძრაობის ხელმძღვანელად. ადრე ჩაგრული ბაშკირი-ქალის სულიერი აღორძინება მისი ბევრი მოთხრობის ძირითადი თემაა („მოთხრობათა კრებული“, 1935).

რომანი „ირგიზი“ (გამოქვეყნდა 1957) აჩვენებს ბაშკირი ხალხის რევოლუციურ ბრძოლას 1902 წლებიდან 20-იან წლამდე. რომანის გმირი აიბულათი რუსი რევოლუციონერების გავლენით ზრდის ხალხის ინტერესების შეგნებულ დამცველს. 1967 წელს მიენიჭა სალვათ იულაევის სახელობის პრემია რომანისათვის „ირგიზი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]