ჭურხევის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭურხევის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წნელისში. აგებულია გარდამავალ შუა საუკუნეებში.

ყორექვით ნაგები დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, მისი დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. ჩრდილოეთით ნახევარწრიული ფორმის თაღოვანი ნიშია. აბსიდი დარბაზისგან გამოყოფილია განიერი შვერილებით. ჩრდილოეთ კედელს პილასტრი ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს. შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. დასავლეთი და სამხრეთი კედლები 0,5 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004