ანზორ ერქომაიშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭოროხის ქუჩა)
ანზორ ერქომაიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ძველი კუკია
წინა სახელები კოლონიის ქუჩა, ახალშენის ქუჩა, პოლიტკატორღელთა ქუჩა, ჭოროხის ქუჩა

ანზორ ერქომაიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია); მარცხენა სანაპიროდან დავით აღმაშენებლის გამზირამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წელს გეგმაზე დატანილია როგორც კოლონიის ქუჩა, XX საუკუნის 20-იან წლებში ახალშენის ქუჩა დაერქვა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია პოლიტკატორღელთა ქუჩის სახელწოდებით. XX საუკუნის 40-იან წლებში ჭოროხის ქუჩა ეწოდა.[1] 2022 წელს ანზორ ერქომაიშვილის ქუჩა დაერქვა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 208, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჭოროხის ქუჩისთვის ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ნოემბერი, 2022). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2024