ჭოროხის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ჭოროხის“ განძიგვიანი ბრინჯაოს ხანის კოლხეთის მატერიალური კულტურულის ძეგლი სოფელ „ჭოროხიდან“ (აღმოჩენის ადგილი დასაზუსტებელია). აღმოაჩენილია 1953 წელს ციტრუსების პლანტაციისათვის ნიადაგის დამუშავების დროს.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განძში შემავალი 16 ცული თიხის ჭურჭლით ყოფილა დაფლული მიწაში. მათგან ორი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (15-54/1,2).

„ჭოროხის“ განძის ერთ-ერთი ცული ეკუთვნის კოლხური ცულის პროტოტიპებს, ხოლო მეორე პროტოტიპებიდან კოლხური ცულის პირველ ტიპზე გარდამავალი ფორმისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალ. რამიშვილი, „კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან“: სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბრინჯაოს ნაწარმი. - ბათუმი: საბჭ. აჭარა, 1974.