ჭიბრევის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიბრევის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიბრევში. თარიღდება XIX საუკუნით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიბრევის მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, აღმოსავლეთით შვერილი წახნაგოვანი აფსიდით. ეკლესია ნაგებია კლდის ფლეთილი ქვისგან. დღეისათვის კედლის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ტაძრის ინტერიერსა და გარე პერიმეტრზე გვხვდება კარნიზისა და სარკმლის საპირეების პროფილირებული ფრაგმენტები, ასევე ქვაში კვეთილი სვეტის ბაზისები და კაპიტელები. ამ პერიოდის ქვაზე კვეთის ხელოვნების საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს მართკუთხა ფილაზე გამოკვეთილი ყალყზე შემდგარ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულება. ფიგურის მარჯვნივ ამოკვეთილია თარიღი ,,1895 “, ხოლო, ფილის ქვედა კიდეებში, სიმეტრიულად გამოკვეთილია მცირე ზომის თითო როზეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16708