ჭვილიშის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭვილიშის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, აგებულია 1876 წელს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით და აგურით. აგური ძირითადად კონსტრუქციული ნაწილებისთვისაა გამოყენებული. წყობა სწორხაზოვანია. ეკლესია გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდით, რომელშიც გაჭრილია სამი სხვადასხვა ზომის თაღოვანი სარკმლები. ჩრდილოეთ მხარეს ორი, ხოლო სამხრეთით ერთი თაღოვანი ნიშებია მოწყობილი. აბსიდი დარბაზისგან გამოყოფილია ვიწრო მხრებით. გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. ამავე კედლებში გაჭრილი კარ-სარკმლები ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულადაა განლაგებული. ყველა ღიობი თაღოვანია. შესასვლელი და სარკმელი დასავლეთ კედელშია დატანებული. ეკლესიას სადა ფასადები აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10335