ჭეხილას ციხის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭეხილას ციხის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 750-800 მეტრზე. ივრის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ ჭეხილას მიდამოებში, მაღალმთის ფერდობზე. ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული თქმულების თანახმად, ციხეს ერთ ხანს იცავდნენ „ცხრა ძმა ჭახილანი“. რის გამოც სოფლის და ციხის სახელსაც მათ უკავშირებენ. კომპლექსში შედის: კოშკი, დარბაზი, სამეფო კარის ეკლესია და გალავანი. შენობები სხვადასხვა პერიოდისაა. ისინი ერთმანეთზე მიშენებული, რომელთა ერთობლივი გეგმა სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებითაა წაგრძელებული და ფორმით ტრაპეციას უახლოვდება. ნაგებობებიდან ყველაზე ადრინდელია კოშკი. რომელიც ხუროთმოძღვრული ნიშნების საფუძვლებზე, განვითარება შუა საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. დარბაზი ეკლესია და გალავანი კი მომდევნო ხანებში, სავარაუდოდ, XV-XVI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ყველა შენობა რიყის ქვითა და კირის სქელი დუღაბით არის ნაგები. ყველას გარეთა კუთხეები მოყოლებული აქვს. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: კოშკში ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა, შიგნით ქვები დაწითლებულია. რაც ხანძარზე მიუთითებს. დანგრეულია სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილი. კედლის ზედა ნაწილი კი დაბზარულია. დანგრეულია დარბაზის სამხრეთ - დასავლეთ კუთხე და კედლების დიდი ნაწილი გალავნის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთი, ჩრდილო-დასავლეთ კუთხე კი მთელ სიმაღლეზეა გახეთქილი. ეკლესიას სახურავის საფარი და კედლების ზედა ნაწილი ჩამოშლილი აქვს. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ოთხსართულიანი კოშკი. იგი რამდენადმე სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა წაგრძელებული და ზემოთკენ სწორხაზოვნად ვიწრვდება(გარეთა ზომები:სიგრძე-9,3 სიმაღლე-15 მეტრი) კოშკის პირველი სართულის კედლები ყრუა. სართულის სამხრეთ კედელი დანგრეულია და მისი გადაწყვეტა არ ირკვევა. შესასვლელი მეორე სართულის ჩრდილოეთ კედლის შუაშია (ამოშენებულია მოგვიანებით).ამ სართულზე აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები ყრუა. სამხრეთ კედელში კი ორი სარკმელი ყოფილა გაჭრილი. ეს კედელი შუაში დანგრეულია რის გამოცდა კბილებიდან მხოლოდ განაპირა წირთხლებიღაა შემორჩენილი. მესამე სართულის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი სარკმელია. დასავლეთ კედლის სამხრეთ ბოლოსთან კი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა. მსგავსი ნიშანი იყო მოწყობილი სამხრეთ კედლის შუაშიც. კედელი ამ ადგილას დანგრეულია და მხოლოდ გადახურვა და აღმოსავლეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი. კონსტრუქცია მდგრადობის გასაძლიერებლად, კედელში დატანებული ყოფილა ხის მორი. (შემორჩენილია მრგვალი ღრუ, რომელიც კედელს მთელ სიგრძეზე გაუყვება). მეოთხე სართულის ჩრდილოეთ კედელში ორი სარკმელია. დასავლეთ და სამხრეთ კედლებში კი თითო - თითო. კოშკის ყველა სარკმელი მაღალია განიერი და გარეთკენ საფეხურებად დაბლდება. კოშკის მეხუთე სართულის კედლები 20-30 სანტიმეტრის სიმაღლეზეღა შემორჩენილი.სართულშუა გადახურვა გამართული ყოფილა ხის კოჭებზე, რომლებიც ბოლოებით აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებს ეყრდნობა. (კედლების მთელ სიგრძეზე შემორჩენილი კოჭებისგან დატოვებული ღრმულები) დარბაზი გეგმით კვადრატს უახლოვდება (შიდა ზომები 7,5×5,5 მეტრი) იგი კოშკის სამხრეთიდან ისევ ებჯინება, რომ კოშკთან საერთო კედელი აქვს. დარბაზის აღმოსავლეთ კედელში რომელიც დანარჩენ კედლებთან შედარებით უფრო მეტ სიმაღლეზეა შემორჩენილი,ხუთკუთხა გარეთ კი შევიწროებული სარკმელია გაჭრილი. მის ქვემოთ კი ერთი პატარა, ოთხკუთხა ნიშაა. დარბაზის შესასვლელი დასავლეთ კედლის სამხრეთ ნახევრი ქონია მოწყობილი. კედელი ამ ადგილას დანგრეულია და კარის კვალი აღარ ჩანს. ამავე კედელისჩრდილო ნაწილში იქ სადაც დარბაზის კედელი კოშკა ებჯინება, პრომეთეს მეორე სართულის დონეზე ერთი მცირე ზომის ოთხკუთხა სარკმელია. ეკლესია კოშკს ჩრდილოეთიდან ეკვრის. იგი მცირე ზომისაა (4,45X3,5მეტრი) და სწორხაზოვნად დაწყობილი მოზრდილი ზომის რიყის ქვითაა ნაგები. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს კედლის შუაში. კარი შიგნით ლოდითაა გადახურული (შუაზეა გადახეთქილი), გარედან კი ოდნავ შეისრული თაღით, რასაც ბოლოებთან ნალისებრი ფორმა აქვს. ეკლესიის დარბაზი მოკლეა. იმდენად, რომ მისი განივი ღერძი. დაახლოებით 1 მეტრით აღემატება გრძივ ღერძს. აღმოსავლეთით აფსიდია, რომელიც გეგმით ოდნავ დეფორმირებული ნახევარწრის ფორმისაა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია მაღალი, შიგნიდან და გარედან შეისრული თაღით გადახურული, გარეთ კვნ შევიწროვებული სარკმელი. სარკმლის გვერდებზე თითო ოთკუთხა ნიშაა აფსიდი გადახურულია კონქით კორქის თაღი შეისრული ფორმისაა მსგავსი ფორმისაა კამარაც.მსგავსი ფორმისაა კამარაც. იგი ჩრდილოეთით კედელზეა დაყრდნობილი, სამხრეთით კი კოშკზე მიშენებულ, შეისრული ფორმის თაღზე,რომლის აღმოსავლეთ გვერდი აბსიდის მხარის ფუნქციას ასრულებს. საკურთხევლის სარკმლის გარდა ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა, შესასვლელის გასწვრივ. იგი შიგნიდან შეისრული თაღითაა გადახურული, გარეთა გადახურვა კი, კედლის საპირე წყობასთან ერთად ჩამოშლილი აქვს. თუმცა ჩანს რომ დიდი გარედანაც თაღით ყოფილა დასრულებული. გარედან ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ბოლოში. იქ სადაც კედლის მომრგვალება იწყება, ვიწრო მაღალი ოთკუთხა ხვრელია, რომის დანიშნულების გარკვევა (მიუდგომლობის გამო) არ ხერხდება. პროექტმა გალავანი ციხე სამხრეთიდან და დასავლეთიდან უვლის. კედელი ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის გაგრძელებაზეა და მასთან წყობითაა დაკავშირებული. ეკლესიიდან ექვსიოდე მეტრის შემდეგ, გალავანი მართი კუთხით უხვევს სამხრეთისკენ და დარბაზის ბოლომდე სწორხაზოვნად მიმართება. დარბაზის სამხრეთ დასავლეთ კუთხის პირდაპირ იგი აღმოსავლეთის უხვევს და დარბაზის სამხრე კედლის პარალელურად გრძელდება, ყველა იქ სადაც დარბაზის სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხესთან, გალავნის აღმოსავლეთ კედელს მართი კუთხით ერთვის. ამრიგად, გალავანი კომპლექსის ნაგებიბების წინ არსებულ, მცირე ფართობის მქონე ეზოს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ფარგლავს, აღმოსავლეთიდან კი გალავნის დანიშნულებას თვით ანანურის კომპლექსის ნაგებობების შესაბამისი კედლები ასრულებს. შესასვლელი გალავნის სამხრეთ კედლის შუაშია. ეს კედელი გამაგრებულია ორი ნახევარწრიული ბურჯით , სრულებით შესასვლელის ორივე მხარეს არის განლაგებული. გალავნის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში ეკლესიასთან, სარკმლის მაგვარი ღიობია. გალავანს, ისევე როგორც ციხის დანარჩენ ნაგებობებს, გარეთა კუთხეები მომრგვალებული აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]