ჭანკოტაძეები (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭანკოტაძეები — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე ტილიანას აუზში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ მთისწინეთში.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ მხარეში ასეთი სახელწოდების სოფელს არ იცნობენ. არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებში გვხვდება.

1933 წლისათვის ჭანკოტაძეებში ცხოვრობდა 23 კომლი. აქ სახლობდნენ გვარები: ჭანკოტაძე, კუხიანიძე, მახათაძე, ნოზაძე, ზენაშვილი. სოფელი მოიშალა XX საუკუნის 40-იან წლებში, როცა მოსახლეობა გადაასახლეს ახალიციხის რაიონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 35, 17 სექტემბერი, 2019, გვ., 3