წყაროთუბნის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყაროთუბნის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთუბნის სამხრეთით, ბორცვზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. შემორჩენილია ათამდე ნასახლარი ბუდის კვალი. ბუდეები გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა (6x4 მეტრი; 5x3 მეტრი; 12x6 მეტრი და ა.შ). ნასახლარებზე გამოვლენილია გვიანი შუა საუკუნეების წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]