წორბისის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წორბისის კოშკი — საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წორბისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ოთხსართულიანი კოშკი ნაგებია დიდი ზომის ქვიშაქვის კვადრებით. კოშკი გეგმით ოთხკუთხაა. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მეორე სართულის სამხრეთ კედელში არქიტრავული შესასვლელია. ასეთივე შესასვლელია მესამე სართულის აღმოსავლეთ კედელშიც. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. მეოთხე სართულის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილია თაღოვანი სარკმლები. კედლებზე შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები. კოშკში მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004