წოდორეთის ნასოფლარი
წოდორეთის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთის ჩრდილო-დასავლეთით, ღარათხევის მარცხენა ნაპირას, ელიას მთის ძირში. თარიღდება ფეოდალური ხანით. შემორჩენილია კირის ხსნარზე ნატეხი და რიყის ქვით ნაგები შენობების ნაშთები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 347.