წირქოლის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წირქოლის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქოლში, სოფლიდან ჩრდლოეთით 4 კმ-ზე მთაში . აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ოდნავ მარცხნივ გადახრილი, ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში მასიური ტრაპეზის ქვა დგას. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. სამხრეთ კედელში არქიტრავული შესასვლელი და თაღოვანი სარკმელია მოთავსებული. ეკლესიას დასავლეთიდან ოთხკუთხა მინაშენი აქვს. მინაშენში შესასვლელი სამხრეთ კედელში ყოფილა. კარი ამჟამად მორღვეულია. ეკლესიას გარშემო გალავანი შემოუყვება. გალავანში შესასვლელი სამხრეთიდანაა. გალავნის სამხრეთ კედელზე მიშენებულია მცირე ზომის სენაკი. სენაკს დასავლეთიდან ნაოთხარიანი შესასვლელი აქვს, ხოლო აღმოსავლეთით სწორკუთხა სარკმელი; კამარა შეისრულია. გალავანში შემორჩენილია სხვა ნაგებობის ნაშთებიც. მათი დანიშნულების გარკვევა გაწმენდის გარეშე შეუძლებელია. ეკლესიის და მინაშენის გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. მიწის დონე აწეულია. კედლები დაბზარულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 253-254