წინდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხელით მქოსოვილი წინდა
ჩვენამდე მოღწეული უძველესი წინდის წყვილი. თარიღდება ახ. წ. 300-500 წლებით, აღმოჩენილია ეგვიპტის ქალაქ ოქსირინჰუსის გათხრებისას

წინდატანსაცმლის ტიპი, რომელსაც ფეხებზე იცვამენ. ფეხი ადამიანის სხეულში ოფლის ყველაზე დიდი მწარმოებელია, დღეში მას 0,47 ლიტრი ოფლი შეუძლია გამოიმუშაოს. წინდა ამ ოფლს და იწოვს და მიაქვს იმ ადგილებში, სადაც ჰაერს მისი აორთქლება შეუძლია. ცივ გარემოში, წინდები მოყინვის საშიშროებას ამცირებს.

ისტორია[რედაქტირება]

საუკუნეთა მანძილზე, წინდები განვითარდა მისი უძველესი მოდელებისგან, რომლებსაც ცხოველთა მუხლების ირგვლივ აძრობილი კანისგან ამზადებდნენ. ძვ. წ. VIII საუკუნეში, ძველი ბერძნები გათბობის მიზნით გრძელბეწვიანი ცხოველისგან დამზადებულ წინდებს ატარებდნენ. ძველი რომაელები ფეხებს ტყავით ან ქსოვილით იფუთავდნენ. ახ. წ. V საუკუნისთვის ევროპაში წინდებს წმინდა ხალხი ატარებდა, რაც მათი სისპეტაკის სიმბოლო იყო. ახ. წ. 1000 წლისთვის, დიდებულებს შორის წინდები სიმდიდრის სიმბოლო გახდა.

1589 წელს საქსოვი დაზგის გამოგონებამ წინდების ექვსჯერ იმაზე სწრაფად მოქსოვა განაპირობა, ვიდრე ეს ხელით იყო შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, 1800 წლამდე საქსოვი მანქანა და ხელით მქსოველები გვერდიგვერდ მუშაობდნენ.

შემდეგი რევოლუცია წინდების წარმოებაში იყო 1938 წელს ნეილონის გამოგონება. მანამდე წინდებს აბრეშუმისგან, ბაბმისგან ან შალისგან ამზადებდნენ. ნეილონი საწყისი აღმოჩნდა წინდების წარმოებაში რამდენიმე სხვადასხვა ძაფის შერევისა, რაც დღემდე გრძელდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წინდა&oldid=2415424“-დან