წინაგარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წინაგარის ეკლესია — არიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაგარში. აგებულია შუა საუკუნეებში.

საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია რიყის, ფლეთილი და შირიმის ქვითაა ნაგები. აბსიდი ნახევარწრიულია. ძეგლი აღდგენილია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ინტერიერში აბსიდის სატრიუმფო თაღის გარდა უნდა ყოფილიყო კამარის საბრჯენი თაღი, ასევე ორი თაღი. გრძივი კედლები დანაწევრებული იყო პილასტრებით. ერთ-ერთი პილასტრი შერჩენილია სამხრეთ კედელზე. სარკმლები გაჭრილია დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში. კარი სამხრეთიდანაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 245