წითელი ხატის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წითელი ხატის ნიში — არქეოლოგიური ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში. აგებულია XIX-XX საუკუნეებში.

ძეგლი შეიძლება დაკავშირებული იყოს „წითელი ხატის“ ორ ეკლესიასთან, რომლებიც ქსნის სათავესთან მდებარეობს. ახალგორიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ, ნასოფლარების — ფიჭვნარისა და კოდის გამყოფ ქედზე დგას მცირე ზომის ნიში  (60 სმ.X 30 სმ). მსხლისებრი მოყვანილობის ქვის ფილაზე ამოკაწრულია მხედრული წარწერა ოთხ სტრიქონად, რომელიც ასე იკითხება: „ეს ნიშია წითელი ხატის ნიშის შაგვეწიოს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 22