წითელი საყდრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წითელი საყდრის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვიდან აღმოსავლეთით 2 კმ, "საქსოფლტექნიკის" ბაზის ეზოში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

ეკლესია დაზიანებულია. შემორჩენილი ფრაგმენტებით ირკვევა, რომ ის სამეკლესიანი ბაზილიკა იყო. გადარჩენილია ცენტრალური ნავის აბსიდა, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების მცირე, აღმოსავლეთი ნაწილები და გვერდითი ნავების აღმოსავლეთი ფრაგმენტები. ეკლესიას შემორჩენილი აქვს წითელი ტუფის პერანგის კვადრები. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მოჩანს შესასვლელი, რომელიც მთლიანად მიწითაა დაფარული. გათხრა-გაწმენდის გარეშე სხვა კონსტრუქციულ დეტალებზე ძნელია რაიმეს თქმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 234, ISBN 978-99940-27-10-1.
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 66-67