წაღვლის მესამე ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის ნაეკლესიარი.

წაღვლის მესამე ნაეკლესიარი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე, ადგილ ცაცხვებში. თარიღდება ფეოდალური ხანით. შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნაშთი. ნაგები ყოფილა ქვიშაქვით. გეგმა მთლიანად არ იკითხება. მოჩანს დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების ნაშთი და აღმოსავლეთი კედლის კონტური. ეკლესიას კარი ჩრდილოეთით ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]