წაღვლის მეოთხე ნამოსახლარი
წაღვლის მეოთხე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წაღვლურის შენაკადის, კლდისწყაროს მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ნალობიერში. თარიღდება ფეოდალური ხანით. ნამოსახლარზე იპოვება თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რამიშვილი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 455.