წამწე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წამწის სქემა


წამწე, ფერმა — ბოლოებით ერთმანეთან დაკავშირებული ძელებისგან შემდგარი კონსტრუქცია. სამშენებლო მექანიკაში წამწე ეწოდება ნებისმიერ ძელებიან კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც ხისტი კვანძების სახსრებით ჩანაცვლების შემთხვევაშიც გეომეტრიულად უცვლელი რჩება. წამწის ელემენტებში, მათი დისცენტრულობისა და კვანძგარეთა დატვირთვების გარეშე, წარმოიქმნება გამჭიმავი და შემკუმშავი ძალები. წამწის ელემენტებია: სარტყელი, დგარი და ირიბანა. წამწე ფართოდ გამოიყენება ინჟინერიაში, მექანიკის თითქმის ყველა დარგში.

„წამწე“ ძველქართულად ეწოდება სხვადასხვა ფორმით გადაბმულ ხიდის მზიდ ძელებს და თავად ამ კონსტრუქციაზე შეკიდულ ხიდს[1] [2] . „ფერმა“ უცხო სიტყვაა და ფარანგულიდან დამკვიდრდა (ფრანგ. ferme), რაც თავის მხრივ ლათინურიდან (ლათ. firmus) მომდინარეობს და მტკიცეს ნიშნავს.


წამწე, რკინიგზის ხიდის მაგალითზე

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ლექსიკონი ქართული. წამწე. www.wingeo.org.
  2. ლექსიკონი ქართული. ხიდი. www.wingeo.org.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წამწე&oldid=2531302“-დან