ძირითადი ქსოვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძირითადი ქსოვილიქსოვილი, რომელიც ქმნის მცენარის სხეულის ძირითდ მასას — ფოთლის რბილობს, ნაყოფსა და ყვავილის ძირითად ნაწილს, ღეროსა და ფესვის გულგულს და სხვა. ძირითადი ქსოვილი არის საასიმილაციო, რომელშიც ფოტოსინთეზი მიმდინარეობს, ასევე სამარაგო, წყლის შემცველი, ჰაერშემცველი და მექანიკური. მცენარის ძირითადი ქსოვილის უჯრედები ჩვეულებრივ პირობებში არ იყოფა, მაგრამ მცენარის რომელიმე ნაწილის დაზიანებისას მისი უჯრედები აღიდგენს მერისტემული უჯრედების თვისებას — იწყება გამრავლება, გაყოფა და ეს პროცესი მანამ მიმდინარეობს სანამ მცენარის დაზიანებული ნაწილი არ შეხორცდება.