ძველი ბაჰამის სრუტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი ბაჰამის სრუტე (Old Bahama Channel) — სრუტე ატლანტის ოკეანეში, კუბის ჩრდილოეთ სანაპიროსთან. ვრცელდება დიდი ბაჰამის მარჩხობსა და საბანა-კამაგუეის არქიპელაგს შორის. სიგრძე დაახლოებით 161 კმ, სიგანე 24 კმ. ჩრდილოეთ-დასავლეთით უერთდება ნიკოლასის სრუტეს, ჩრდილოეთით სანტარენის სრუტეს. სამხრეთით ვრცელდება საბანა-კამაგუეის არქიპელაგი მრავალრიცხოვანი კუნძულებით. ყოფს ვესტ-ინდოეთის ჩრდილოეთ სანაპიროს ორ თანაბარ ნაწილად.

ძველი ბაჰამის სრუტე გამოყოფს ბაჰამის კუნძულებს კუბის ჩრდილოეთ სანაპიროსაგან.[1]

სქოლიო[რედაქტირება]