ცუცხვათის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცუცხვათის ღვთისმშობლის ეკლესია — არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

ერთნავიანი ბაზილიკა დგას სოფელ ჭალასთავისა და ცუცხვათის საზღვარზე. ეკლესიას ჩრდილოეთის, დასავლეთისა და სამხრეთის მხრიდან აქვს გალერეები. სამხრეთის გალერეა მთლიანად არის ჩამოშლილი. გალერეები მთავარ ნაგებობასთან ორგანულ კავშირში არ არის. იგი მოგვიანო პერიოდის უნდა იყოს. ეკლესიას აქვს სამი კარი: ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით. იგი აგებულია ქვითკირით. საფასადე წყობა ამოყვანილია კარგად დამუშავებული თლილიქვით. ძეგლს აქვს წარწერიანი ქვები. ნაგებობის აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თავზე არის მასიური გათლილი ლოდი, რომლის გულში ამოყვანილია ჯვრის გამოსახულება. წარწერები არის როგორც ასომთავრული ასევე მხედრულიც. სწორედ მხედრულ წარწერაში მოიხსენიება მეფე სოლომონ I-ის ქეშითუხუცესი ქაიხოსრო აგიაშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16819