ცორცორას სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცორცორას სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თბილისის სოფელ დიღმის ჩრდილო-დასავლეთით, ნაოქიანის ხევის ჩრდილოეთით, ე. წ. ცორცორას მთაზე, თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამარხები 0,5-1 მეტრის სიღრმეზე თირშია ჩაჭრილი და ქვიშაქვის ფილებისგან შეკრულ ქვაყუთს წარმოადგენს. მათი უმეტესი ნაწილი კოლექტიურია. თითოეულ მათგანშ 2-5 მიცვალებული ესვენა გულაღმა, გაშოტილი, თავით დასევლეთისაკენ. ცორცორას სამაროვანზე აღმოჩენილი ინვენტარი ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]