ჩხიკვთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩხიკვთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთაში. მდებარეობს სოფლის დასავლეთით. აგებულია X საუკუნეში.

ეკლესია გამოირჩევა მაღალი პროპორციებით. ცილინდრული კამარის მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. კონქი კარგად გათლილი კვადრებითაა გადაყვანილი. დარბაზის გრძივი თაღები შედარებით პატარა ზომის ქვებითაა ნაშენი. საბჯენი თაღები ბაზალტის კრონშტეინებს ეყრდნობა. სამხრეთ ფასადზე რელიეფური ჯვარი და ასომთავრული წარწერაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6775