ჩიგოიანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიგოიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

ნანგრევებად ქცეული მცირე ზომის დარბაზული ეკლესია რიყის, ფლეთილი და შირიმის ქვით იყო ნაგები. ნახევარწრიულ საკურთხეველში, მორღვეული სარკმლის ორსავე მხარეს თითო ნიშაა მოთავსებული. სამხრეთ კედელში შესასვლელი კარის მარცხენა წირთხლია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 207