ჩიგოიანის წითელი საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიგოიანის წითელი საყდარი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ ზემო ბაგინის მიდამოებში მდებარეობს საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმი და ფლეთილი ქვა. კარი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია. საკურთხევალში ორი ნიშაა. აბსიდის სატრიუმფო თაღი შირიმითაა ამოყვანილი. ფასადებიდან ნაწილობრივ ჩამოყრილია პერანგის ქვები. სახურავიდან აყრილია სახურავი მასალა. ძეგლის გარშემო მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 217