ჩიგოიანის სამონასტრო კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიგოიანის სამონასტრო კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

სოფლის მიდამოებში დგას სამონასტრო კომპლექსი, რომელიც შედგება კოშკის, მინაშენიანი ეკლესიისა და გალავნისაგან. ზურგიანი კოშკი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. პირველი სართული ამოვსებულია მიწით, ხოლო მესამე სართულის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. კოშკს აღმოსავლეთიდან მიშენებული აქვს სწორკუთხა საკურთხევლიანი დარბაზული ეკლესია. საკურთხევლის ცენტრში სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლიდან კონქზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების მეშვეობით. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე ამოკვეთილია სამი ჯვარი. სამივე ჯვარს ნახევარწრიული ლილვები შემოუყვება. ეკლესიაში შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის ფრაგმენტები, რომელიც დაზიანების გამო თითქმის არ იკითხება. ეკლესიას სამხრეთით არქიტრავული კარი აქვს. სამხრეთ კედელზე მიჯრით აგებული მინაშენის გადახურვა ჩამოქცეულია. შესასვლელი ღიობი აქაც სამხრეთ კედელშია დატანებული. ყველა ნაგებობის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა. ძეგლს გარშემო გალავანი შემოუყვება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 205