ჩიგოიანის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიგოიანის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ „თოგოიანი“ მიდამოებში მდებარე სწორკუთხა გეგმის დარბაზული, უაბსიდო ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ნაგებობის კამარა ჩამოქცეულია. დასავლეთით არქიტრავული შესასვლელია გაჭრილი. მისგან მარჯვნივ, კედლის გარე წყობაში ჩადგმულია ძაღლის თავის სკულპტურული გამოსახულება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 210-211