ჩიგოიანის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიგოიანის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს სწორკუთხა საკურთხეველი, ცენტრში გაჭრილი სწორკუთხა, საფეხურებიანი სარკმლით. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ტრაპეზის ქვა დგას. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული. ამავე კედელში გაჭრილია სარკმელი და ერთი ვიწრო სათოფური. ეკლესიის კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლებია. ეკლესიის გადახურვა ჩამოქცეულია. კედლები დაზიანებულია. მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 204