ჩელენჯერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩელენჯერი მომსახურების ცენტრში

„ჩელენჯერი“ (ინგლ. Challenger — «გამომწვევი») — ნასა-ს მრავალჯერადი სატრანსპორტო კოსმოსური შატლი. მეორე კოსმოსური შატლი, ექსპლოატაციაში შევიდა 1982 წელს. სახელი დარქვა საზღვაო ხომალდის, რომელიც ოკეანეს 1870-იან წლებში იკვლევდა. ნასა-ში ამ შატლს აღნიშნავდნენ, როგორც OV-99 (Orbiter Vehicle – 99). თავდაპირველად მას მხოლოდ საცდელად იყენებდნენ, თუმცა შემდეგში ის კოსმოსური ფრენებისთვის აღჭურვეს. პირველი გაფრენა ჩელენჯერმა 1983 წლის 4 აპრილს მოახდინა.

ჩელენჯერმა სულ ცხრა წარმატებული ფრენა განახორციელა. 1986 წლის 28 იანვარს, მეათე გაფრენისას, არენიდან 73-ე წამში მყარი საწვავის ამჩქარებლის დაზიანების გამო, შატლი აფეთქდა. ეკიპაჟის შვიდი წევრი დაიღუპა. ეს იყო იმ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კატასტროფა პილოტირებადი კოსმონავტიკის ისტორიაში.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • [1] NASA-ს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე