შუა ალევის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუა ალევის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ალევში. აგებულია გარდამავალ შუა საუკუნეებში.

ყოჩიანთ უბნის სასაფლოაზე დგას დარბაზული ეკლესია, რომელიც სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები, ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით აქვს ნალისებრი ფორმის აბსიდი, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით არქიტრავული ნიშაა. აბსიდი დარბაზისგან გამოიყოფა შვერილებით. გრძივ კედლებში თითო ნიშაა. დასავლეთ კედელში მოთავსებულია სარკმელი. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია ნალესობის კვალი. ფასადები სადაა. აღმოსავლეთი სარკმლის სათაური შირიმისაა, ნაგებობა გვიან შუა საუკუნეებში გადაუკეთებიათ. დასავლეთ კეხზე შემორჩენილია ამ პერიოდის სამრეკლოს ორი აგურის სვეტი. ეკლესიის კედლები მრავალ ადგილას დაბზარულია. ჩამოქცეულია თაღ-კამარა, ხოლო ნაგებობის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია. სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე გარღვეულია. კედლები მრავალ ადგილას დაბზარულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 197