შოთა გამცემლიძის ქუჩა
(გადამისამართდა გვერდიდან შოთა გამცემლიძის შესახვევი)
შოთა გამცემლიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ჩუღურეთი |
წინა სახელები | ახალარსენალის ქუჩა, არსენალის ქუჩა, ახალჩუღურეთის ქუჩა |
შოთა გამცემლიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან მიხეილ ბუხაიძის I შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 70-იან წლებში, მას შემდეგ, რაც არსენალი გადმოვიდა ჩუღურეთის ტერიტორიაზე. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ახალარსენალის ქუჩა. 1900-იან წლებში არსენალის ქუჩა დაერქვა (ასეა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში), 1940-იან წლებში — ახალჩუღურეთის ქუჩა. 1957 წელს შოთა გამცემლიძის სახელი ეწოდა. აქვს 1 შესახვევი.
შოთა გამცემლიძის შესახვევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შოთა გამცემლიძის შესახვევი — შესახვევი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); კუმისის ქუჩიდან დოქის შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ქოთნის შესახვევი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 42, ISBN 978-99928-20-35-3.