შილდის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის აღმოსავლეთით, 2,5 კილომეტრის მანძილზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. ნაგები იყო ნატეხი ქვით და ფიქლით კირის ხსნარზე. ძეგლი დანგრეულია. დაახლოებით 2-3 მეტრის სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე. კედლის სისქე 1,55 მეტრია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]