შილდის მეექვსე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის მეექვსე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიდამოებში, მდინარე ჩელთის მარცხენა ნაპირას. დანგრეულია. შენობა გეგმით სწორკუთხაა, ნაგები ყოფილა ნატეხი და რიყის ქვით. ჩრდილოეთ კედელში შეიმჩნევა შესასვლელის კვალი. დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში ბუხარია, მის გვერდით - სწორკუთხა ნიშა. აღმოსავლეთ კედელზე ჩანს ვიწრო სათოფურები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]