შილდის აღნიაანთ პირველი ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის აღნიაანთ პირველი ციხე — კოშკი, არქიტექტორული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლი შილდის მიდამოებში, თარიღდება XVIII საუკუნით. კოშკი სათავდაცვოა, გეგმით სწორკუთხა. ნაგები ყოფილა რიყის ქვითა და კირის სქელი ხსნარით. დანგრეულია. შემორჩენილია აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილები. ჩრდილოეთ კედლის შუაში თაღოვანი ბუხარია, მის გვერდით - ორი ოთხკუთხა ნიშა. ნიშები დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებშიცაა.აღმოსავლეთ კედლებში გაჭრილია სათოფურები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]