შერმაზანას საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შერმაზანას საყდარიარქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში.

ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. ნაგებია ნატეხი სხვადასხვა სახის ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთი კედლის კუთხეშია გაკეთებული. აღმოსავლეთის და სამხრეთი კედლის სარკმლები თაღოვანია. შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდა მხრითაა გამოყოფილი, რომელზეც არასრული ნახევარსფერული კონქის საბჯენი თაღია გადაყვანილი. სარკმელი შედარებით მაღალზეა გაჭრილი და ზემოთ მხარეს ჩამოშლილია. სარკმლის ორივე მხარეს ფართო, თაღოვანი ნიშებია გაკეთებული, როგორც ჩანს ეს მცირე ეკლესიის ფუნქციას ასრულებდა სოფელში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39302