კოტანტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შერბურის ნახევარკუნძული)
კოტანტენი
კოორდინატები: 49°30′ ჩ. გ. 1°30′ დ. გ. / 49.500° ჩ. გ. 1.500° დ. გ. / 49.500; -1.500
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სიმაღლე 191 
სიგრძე 100 კმ
კოტანტენი — საფრანგეთი
კოტანტენი

კოტანტენი (ფრანგ. Cotentin) — ნახევარკუნძული ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, მანშის დეპარტამენტში. შემოსაზღვრულია სენისა და სენ-მალოს ყურებითა და ლა-მანშის სრუტით. კოტანტენი არმორიკის მასივის ნაწილია (პარიზის აუზთან მიბჯენილი ვაკის გამოკლებით).[1]

ნაპირები ძირითადად დაბალია, სუსტად დანაწევრებული, დასავლეთით ალაგ-ალაგ კლდოვანი. აგებულია უმეტესწილად ქვიშაქვებით, გრანიტებითა და ფიქლებით. ზედაპირი ტალღოვანი ვაკეა. სიმაღლე 191 მ. დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებითა და ხევებით. ჰავა ზღვისაა, ზომიერი.[2]

გვხვდება მდელოები და მანანიანი. ჩრდილოეთით არის ნახევარკუნძულის უდიდესი ქალაქი და ნავსადგური შერბურ-ან-კოტანტენი. მისდევენ მესაქონლეობასა და მებაღეობას. კოტანტენი ცნობილია აგრეთვე შერბურის ნახევარკუნძულის სახელწოდებით.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jean Dercourt, Jacques Paquet. Geology Principles & Methods. 1985
  2. M. F. Mansfield. Rambles in Normandy. 2013
  3. Maurice-Jacques Graindor, Géologie du Nord-Ouest du Cotentin, Paris, [s.n.], 1961