შატო ლატური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლატურის ვენახები

შატო ლატური (ფრანგ. Château Latour) — ღვინის მეურნეობა საფრანგეთში, პოიაკის კომუნაში (ფრანგ. Pauillac), მედოკის ოლქში (Medoc), ბორდოს რეგიონი (Bordeaux). "1855 წლის ბორდოს ღვინოების ოფიციალური კლასიფიკაციით" მიეკუთვნება პირველი გრან კრიუს კლასის კატეგორიას (Premier Grand Cru Classe), ანუ უმაღლეს კატეგორიას ამ კლასიფიკაციაში. შედის ბორდოს მწარმოებელთა საუკეთესო ხუთეულში Château Mouton-Rothschild (შატო მუტონ-როტშილდი), Château Lafite-Rothschild (შატო ლაფიტ-როტშილდი), Château Margaux (შატო მარგო) და Château Haut-Brion (შატო ო-ბრიონი).

მეურნეობა საკუთარი ვენახებიდან აწარმოებს სამ წითელ ღვინოს: Grand Vin de Château Latour (მეურნეობის მთავარი, ანუ პირველი ღვინო), Les Forts de Latour (მეურნეობის მეორე ღვინო) და Pauillac (მესამე ღვინო). მეურნეობის აქციების 80% ფლობს ფრანსუა პინო (François Pinault).

თარგი:ბიზნესი