შალაურის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შალაურის კვირაცხოვლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი სოფელ შალაურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 4 კმ-ზე. ტყეში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (5,9X4,2 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთითაა. კარი შირიმის, ნათელი ქვითაა გამოყვანილი და დასრულებულია ნახევარწრიული თაღით (ნაწილი ჩამონგრეულია). აფსიდი ნახევარწრიულია. აფსიდის ცენტრში ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია მოწყობილი, გვერდებში კი — თითო, ოთხკუთხა ნიშა. ერთი, ოთხკუთხა სარკმელი დასავლეთით, შესასვლელის თავზეცაა. დარბაზი გადახურულია ქარგილზე სხმული კამარით. დასავლეთ სარკმლის თავზე, გარედან, ჩასმული ყოფილა ოთხკუთხა ფილა, რომლის კვალიღაა შემორჩენილი. კედლებს ლავგარდანი აღარ შემორჩა, ჩამოშლილია სახურავიც. სახურავზე მცენარეებია ამოსული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]