შავი ნორვეგიული ელკჰაუნდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავი ნორვეგიული ელკჰაუნდი
წარმოშობის ქვეყანა ნორვეგია
თვისებები
წონა მდედრი 17-20
სიმაღლე მამრი 48-51 სმ.
მდედრი 46-48 სმ.
ბეწვი შავი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

შავი ნორვეგიული ელკჰაუნდი (ნორვ. Norsk elghund grå) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ნორვეგიაში უძველეს ხანაში.

შავი ნორვეგიული ელკჰაუნდი ისეთივე ძველი ჯიშია, როგორც მისი ნაცრისფერი ნათესავი, ოღონდ უფრო პატარა და აქტიური. როგორც ცალკე ჯიში, შავი ელკჰაუნდი აღიარეს 1877 წელს. ამ ლამაზ შპიცს აქვს გრძელი ფეხები, პატარა სხეული და გლუვი, პრიალა ბეწვი, ის იშვიათად გვხვდება სკანდინავიის ფარგლებს გარეთ. მისი დამოუკიდებელი და ავი ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ მისი წინაპრები განსხვავდებოდნენ მისი ნაცრისფერი ნათესავისგან. თუმცა მუშაობისას ის არანაკლები პროფესიონალია: ჩუმად მიცოცავს ნადირთან, შემდეგ ყეფს და თავს ესხმის ნადირს, სანამ პატრონი მოვა.

შავი ნორვეგიული ელკჰაუნდის კონტრასტული ფერი საშუალებას აძლევს მონადირეს დაინახოს ძაღლი ხეებსა და თოვლში. შავი ნორვეგიული ელკჰაუნდი ძლიერი და ღირსეული ცხოველია, შესანიშნავი მოდარაჯეა. მის ბეწვს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, კარგად ეგუება სიცივეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სჭირდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]