ყორნისის გაგიევების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყორნისის გაგიევების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში. მდებარეობს მდინარე ტილიანის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში (XVII-XVIII სს.).

სამსართულიანი კოშკი ნაგებია ფლეთილი, რიყის და ალაგ-ალაგ თლილი ქვითაც, სქელ დუღაბზე. კედლები საკმაოდ განიერია.

კოშკი გეგმით 5,7X4,7 მ, ოთხკუთხედს წარმოადგენს. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის დასავლეთ კედელში არქიტრავული შესასვლელია. კარის წირთხლებზე შემორჩენილია საურდელეები. აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში თითო სათოფურია. ასეთივე სათოფურებია მესამე სართულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედელში.

კოშკის მესამე სართული დაზიანებულია; შიგნით სუფევს ანტისანიტარია. სამხრეთ კედლის საძირკველს საპირე ქვა შემოცლილი აქვს. მონგრეულია სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლის კუთხე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Безсонов С.Б. "Крепостные сооружения в бассейне большой Лиахви". Изд. ЮОНИИ, вып. I. Сталинир, 1933
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004