ყორნისის არმინდას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყორნისის არმინდას ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისიდან ჩრდილოეთით, ორ კილომეტრზე. აგებულია სოფლიდან ჩრდილოეთით 2 კმ-ზე, VIII-IX საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია („არმინდა“) ნაგებია სხვადასხვა ზომის მოყვითალო, ფლეთილი ქვით. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმელს ნაოთხალი აქვს. სფერულ კონქზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების საშუალებით. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია განიერი მხრებით. გრძივი კედლები შემორჩენილია 1-2 მეტრის სიმაღლეზე, აღმოსავლეთის და დასავლეთისა კი 3-4 მეტრზე. სარკმლების კვალი არ შეინიშნება. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. ეკლესიის კამარა ჩამოქცეულია. აღმოსავლეთ ფასადზე შემოცლილია საპირე ქვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004