ყივანახველა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყივანახველა (ლათ. pertussis) - მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და პაროქსიზმული, სპაზმური ხველებით, გავრცელებულია უმეტესად ბავშვებში. ყივანახველას გამომწვევი ბაქტერია (Bordetella pertussis) აღმოჩენილ იქნა 1900 წელს. გრამ-უარყოფითია, მიეკუთვნება ჰემოფილურ ბაქტერიებს. ბორდეტელას ჩხირის თერმოლაბილური ეგზოტოქსინი (პერტუსინი) პათოგენურობის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. დასენიანება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. საინკუბაციო პერიოდი 3-დან 14 დღეს შეადგენს. გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ ფორმირდება მყარი, ხანგრძლივი იმუნიტეტი. ბავშვებში სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის იყენებენ ადსორბირებულ ყივანახველა-დიფთერიულ-ტეტანუსის ვაქცინას (ყდტ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]