ყვარლის მერვე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის მერვე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მიდამოებში, 3,5 კმ-ზე, წინკლდეებად წოდებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმიც.

ეკლესია უფასადოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწრორი კედლით, რომლის შუაში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის სამხრეთით, აღმოსავლეთ კედლის კიდეში, განიერი, ოთხკუთხა ნიშა, ერთმანეთის საირისპიროდ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შუა ნაწილშია.

შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზე სხმული წეისრული კამარით. კამარაზე და დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. შენობის ფასადები დასრულებულია თაროიანი ცერობის პროფილის ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]