ყვარლის მეორე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დგას ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, ლ. ბუჯიაშვილის ეზოში. განეკუთვნება XVIII საუკუნეს. კოშკი გეგმით წრიულია, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შემორჩენილია ერთი სართულის სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი აგურით ნაწყობი შეისრული თაღითაა გადახურული. შესასვლელის გვერდებზე თითო სათოფურია, მოპირდაპირე მხარეს კი — თაღოვანი ბუხარი (ამოშენებულია). სართულზე სამი ღრმა მიშაა, რომლებშიც თითო შეწყვილებული სათოფურია მოწყობილი. კიდევ ერთი, დანარჩენებზე ოდნავ განიერი ნიშა (ამოშენებულია) კარის გვერდითაა (დასავლეთით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]